|
სილამაზის ცენტრი “ნატალი” - ლიდერი მოდისა და სტილის სფეროში, ქმნის სილამაზის ახალ სტანდარტებს, მუდმივად ვითარდება და ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ. ითვისებს ახალ ტექნოლოგიებსა და იდეებს. 15 წლის განმავლობაში თავისი უნიკალური კონცეფციით “ნატალი” ცნობილი ბრენდი გახდა
ისტორია
სილამაზის ცენტრი “ნატალი” დააარსა ნატალია თოლორაიამ 90-იანი წლების შუაში. იმ დროისათვის იგი ერთადერთი სალონი გახლდათ თბილისის ცენტრში. მოგვიანებით ნატალიამ დაიწყო სილამაზის სალონების ნაციონალური ქსელის შექმნა, დაანგრია რა სტერეოტიპები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სილამაზის სალონი, როგორი უნდა იყოს ფასების პოლიტიკა. ბიზნესის ამ სფეროში იგი პიონერი გახლდათ.
საკმაოდ მცირე დროში “ნატალი” გადაიქცა ყველაზე მსხვილ სალონების ქსელად, პარალელურად ქართულ ბაზარზე შემოვიდა ახალი პროექტები და ბრენდები.
კომპანიის მისია
განავითაროს საუკეთესო, მომგებიანი და შემოქმედებითი პარიკმახერული მომსახურების კომპანია, სადაც ადამიანებს მოსწონთ მუშაობა და კლიენტებს უყვართ დროის გატარება.
ბრენდი ნატალი
ნატალი_ ქართული სილამაზის ინდუსტრიის ყველაზე კონცეპტუალური და ცნობილი ბრენდი.
ნატალი განსაკუთრებით პოპულარულია თბილისში. ჩვენი კლიენტების დასაკმაყოფილებლად ბოლო რამოდენიმე წელია ჩვენს დედაქალაქში 4 სალონი, სოლარიუმის კლუბი და აკადემია გავხსენით. 2008-2009 წლებში იგეგმებოდა დამატებით რამოდენიმე სილამაზის ცენტრის გახსნა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო პროექტის განხორციელება გადაიდო 2010-2011 წლებისათვის. ჩვენ არ ვივიწყებთ არც რეგიონებს. რეგიონალურ ბაზარზე ვვითარდებით ფრენჩიზის პირობით.
ნატალი ფრენჩიზი წარმოადგენს ფრენჩიზული სალონების ქსელს, რომელშიც თითოეული სალონი დამოუკიდებელი საწარმოა და პროექტ ნატალის ნაწილიც, იზიარებს რა მის პრინციპებს, იდეალებს და ფილოსოფიას.
”NATALI” გახლავთ ხარისხის ნიშნის მფლობელი.
საქართველოში ევროპული ხარისხის ნიშნის ნაციონალური წარმომადგენელი.
თანამედროვე სამყაროში კარგი ჯანმრთელობა და მოვლილი გარეგნობა წარმატების საწინდრია. დიდი ქალაქის დაძაბული რიტმის პირობებში, მუდმივი დროის უკმარისობის დროს ნატალის სილამაზის ცენტრების ქსელი დაგეხმარებათ ხარისხიანად იზრუნოთ თქვენს გარეგნობაზე.
თმისა და სხეულის შესანარჩუნებლად, იმ მდგომარებაში როგორც სალონის სტუმრობის შემდეგ გამოიყურებით აუცილებელია სწორად შეარჩიოთ თავის მოვლის საშუალებები. მოსამსახურე პერსონალი კლიენტებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან წარმოადგენენ მსოფლიო ათეულში შემავალ უნიკალურ ბრენდებს.
Tecnosole - სოლარიუმის მწარმოებლები
Framesi - თმის მოვლის სპეციალიზირებული პროდუქტების ფართო არჩევანი, მათი სრული სპექტრი საშულებას იძლევა დააკმაყოფილოს ნებისმიერი თანამედროვე სალონის მოთხოვნილებანი.
Maletti - ისტორიაში შევიდა როგორც საპარიკმახერო ავეჯის მწარმოებელი წამყვანი ბრენდი, რომელმაც დიზაინი თავის ძლიერ მხარედ აქცია.
DRV madrid - მადრიდული ფირმა, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სახის კანის, ტანის მოვლისა და დეპილაციისათვის.
Clarrisa nails - ყველანაირი პროდუქცია ფრჩხილების, წამწამების პროფესიონალური დაგრძელებისათვის. Pაგრეთვე პროდუქცია პერმანენტული მაკიაჟისა და ტატუსათვის.
Etre Belle - წარმატებული ბრენდი სახისა და ტანის მოვლის საშუალებების სფეროში.
Socap - ნატურალური და სინთეტიკური თმების წარმოების ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.
Salenia - ნატურალურ საფუძველზე შექმნილი გასარუჯი საშუალებების მწარმოებლები ყველანაირი ტიპის კანისათვის
Suntachi - სასწავლო და პროფესიული მაკრატლები.
კლიენტები ხშირად ითხოვენ სტილისტებისაგან მათი შინაგანი სამყარო და ხასიათი სწორად გადმოსცენ თმის ვარცხნილობის საშუალებით. თმა - ეს ერთგვარი ბუნებრივი სამოსია, რომელიც ყოველთვის უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეს. იგი საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. სილამაზის ცენტრი “ნატალი” იმისათვის შეიქმნა რომ თქვენ დაგეხმაროთ.
ნამდვილი სენსაცია კარგი განწყობისა და სისუფთავისათვის.
ახლა თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ თმას ისევე ფაქიზად და ყურადღებით, როგორც კანს, იტალიური პროექტი FFრამესი ფლობს რეცეპტს თმის ინოვაციური პროფესიული მოვლისათვის.
უკვე მრავალი წელია, რაც საიმიჯო-სააგენტო “ნატალი” თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ ტელეარხებთან. ქმნის ცნობილი მედია სახეების იმიჯს და მონაწილეობს საინტერესო და გამორჩეული მოდების ჩვენებებში.
ნატალის საიმიჯო ლაბორატორიის მხარდაჭერით ჩვენ ვქმნით ვარცხნილობებს და მაკიაჟს ისეთი ცნობილი ტელეშოუებისათვის, როგორიცაა, “ჯეოსტარი”, “ვა ბანკი”, “ვარსკვლავების აკადემია”, “მიმღერე რამე”, ასევე ვმონაწილეობდით კინოფილმ “ოცნების ქალაქის” გადაღებებში (რეჟისორი დავით იმედაშვილი) და სხვა ელიტურ ღონისძიებებში.
საიმიჯო სააგენტო ასევე მუშაობს კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან, ქმნის რა თითოეული მათგანისათვის განუმეორებელ სტილს და იმიჯს
|